რეფლექსია
2018 წლის 9-21 ნოემბერს გავიარე ტრენინგი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე“.
ტრენინგის დაწყებისთანავე ერთმანეთს გავეცანით ტრენერი
და ჯგუფის წევრები. ვისაუბრეთ თანამედროვე პირობებში საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალობაზე, გავეცანით ტრენინგის მიზნებს და გეგმას.
ტრენინგის განმავლობაში ვიმუშავეთ Microsoft
Word-ის პროგრამაში. გავეცანით
გაკვეთილის გეგმის აგებას Word-ის ფაილში და Word-ის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას,
შევქმენით სასწავლო აქტივობა Word-Art-ის ინსტრუმენტების გამოყენებით. ტრენინგის
განმავლობაში ასევე ვიმუშავეთ Excel-ის პროგრამაში, კერძოდ გამოვიყენეთ Excel-ის ფუნქციები მოსწავლეთა შეფასების
საბოლოო ქულის გამოსათვლელად, შემაჯამებლის ანალიზისათვის. გავეცანით Google ფოსტისა
და GoogleDrive-ის
ინსტრუმენტებს. ტრენინგის განმავლობაში შევქმენით Powerpoint-ის პრეზენტაცია, რომელიც მოვარგეთ ჩვენივე
გაკვეთილის გეგმას და აქტივობებს. შევქმენით ასევე სასწავლო პროექტის მონახაზი. საბოლოოდ,
შევქმენით ჩვენი საკუთარი ბლოგი და განვათავსეთ ბლოგზე მასალა, რაზეც ვიმუშავეთ ტრენინგის
განმავლობას.
საბოლოოდ, ვთვლი, რომ ტრენინგი იყო ნაყოფიერი და საინტერესო,
და აქტუალური თანამდროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ყოვლისმომცველობის პირობებში.
Comments
Post a Comment